Skip to content Skip to footer

გურული კობა

კობა გურულმა – მოქანდაკემ, თანამედროვე ქართული ჭედური ხელოვნების ერთ-ერთმა ფუძემდებელმა და საქართველოს სსრ-ის  დამსახურებულმა მხატვარმა 1956 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი.

ლითონმქანდაკებლობაში მან დანერგა მრავალი ახალი ტექნიკურ-მხატვრული ხერხი და  შექმნა მოჩარჩოების რამდენიმე ორიგინალური ფორმა.

მის ნამუშევართაგან აღსანიშნავია: ციკლი ქართული სოფლის ცხოვრების თემაზე – მიწა და ადამიანები (1963–1974. მხატვრის ოჯახის საკუთრება), მონუმენტური ქანდაკება ავთანდილის სიმღერ (1965 თბილისის მუსიკალური თეატრი),  ჭედური კომპოზიცია მედეას მოტაცება,  იზმირის მსოფლიო გამოფენაზე საქართველოს პავილიონის მხატვრული გაფორმებისათვის შექმნილი ჭედური ფრიზი (1965) ინდუსტრია, ახალგაზრდობა, შრომა  და სხვა.  

ხელოვანის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ გალერეასა და კერძო კოლექციებში.

კობა გურული
დაბადების წელი1930გარდაცვალების წელი2010Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.