მოქანდაკე, მთეგავი, პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი.
ანთიმოზ გორგაძემ 1949 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემის ქანდაკების ფაკულტეტი, იაკობ ნიკოლაძის სახელოსნო. 1951 წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში. პარალელურად, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.
ძირითადად მუშაობდა ლითონმქანდაკებლობის დარგში, სადაც მისი ძირითადი სამუშაო მასალა იყო ალუმინი. გამორჩეული ნამუშევრებია: ვეფხვი (1966. ალუმინი), ხარები (1967. ალუმინი), მერანი (1967. ალუმინი), გვრიგვინოსნები (1967. ალუმინი), ნადირობა (1968. ალუმინი), ლაშარის ხარი (1967. ალუმინი).
მოქანდაკის ლითონნაკეთობანი ინახება საქართველოს ეროვნულ გალერეაში, მხატვრის სახელოსნოსა და კერძო კოლექციებში.