ეკა გელოვანმა 1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მხატვარ-ფერმწერ-პედაგოგის კვალიფიკაციით. ეკა გელოვანი მიეკუთვნება მხატვართა იმ რიცხვს, რომელთათვისაც ფერით წერა საუკეთესო საშუალებაა ადამიანებთან, თანამედროვეობასთან ურთიერთობისათვის. სწორედ ამ პროცესში აფიქსირებს იგი სიახლის დაბადებას. მხატვრის აღნიშნულ კონცეფციას ადასტურებს თუნდაც ის, რომ პერსონალურზე მეტად უპირატესობას ანიჭებს თემატურ, ჯგუფურ გამოფენებს. მისთვის განმსაზღვრელია გამოფენების გამართვის ადგილი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ჟანრული სპეციფიკის მიუხედავად, ავტოპორტრეტების სერია „დიალოგი” მაყურებელთან საუბრის მკაფიო მაგალითია, რაც, ამავდროულად, მხატვრის პიროვნული მახასიათებლის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური შტრიხია. განსხვავებული დამოკიდებულება ვლინდება სერიაში „ღამის თამაშები”. აქ მხატვარი ცდილობს ღამის ენერგეტიკული ველის ემოციურ დახასიათებას, როცა საგნები და მოვლენები კარგავს ჩვეულ ფორმას, ფერსა და შესაბამისად – შინაარსს. ეკა გელოვანი მუდმივად ძიების პროცესშია. მხატვრის თქმით, „ხელოვანისთვის მნიშვნელოვანია ცხოვრების შეუქცევადი რიტმი. მან უნდა აღმოაჩინოს თავის თავში ახალი და თანაგანიცადოს ის, რაც იბადება და იქმნება დღეს.”
სხვა ავტორები
მარკ პოლიაკოვი დაიბადა 1948 წელს თბილისში (საქრთველო). 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მ. პოლიაკოვი არის საქართველოს და რუსეთის მხატვართა კავშირის წევრი. იგი მონაწილეობდა მრავალ ჯგუფურ გამოფენაში თბილისში, მოსკოვში, ბერლინში, თელ-ავივსა და ნიუ-იორკში. მხატვარმა ხუთი პერსონალური გამოფენა მოაწყო თბილისში, მოსკოვსა და ნიუ იორკში. მარკ…
ვერა ფაღავა 1907 წელს თბილისში დაიბადა, 1923 წელს კი, 16 წლის, მშობლებთან ერთად პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. ვერა 1926–33 წლებში სწავლობდა დეკორატიული ხელოვნების სკოლაში, 1932 წლიდან ჩაირიცხა რანსონის კერძო აკადემიაში, სადაც ეუფლებოდა ფრესკულ ფერწერას როჟე ბისიერთან. 1943 წელს გაეცნო ჟანა ბუშეს, რომელმაც მოაწყო მისი და დორა…
როლანდ შალამბერიძე დაიბადა 1958 წელს საქართველოში, ქალაქ ქუთაისში. 1982 წელს ქალაქ ქუთაისში მან მერაბ ამაღლობელთან ერთად მხატვართა და პოეტთა ნონკომფრომისტული შემოქმედებითი კლუბი „თეთრი ფრთები“ დააფუძნა. 1988 წლიდან ის ცხოვრობს და მუშაობს სანკტ-პეტერბურგში. მუშაობს როგორც აბსტრაქციონისტი, კონცეპტუალისტი, პერფორმანსებისა და ვიდეოარტის ოსტატი. 1996-2001 წლებში ის ცხოვრობს გერმანიაში,…