გურამ გელოვანმა 1954 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. მხატვარ გ. გელოვანის თაობა, რომელიც შემოქმედებით ასპარეზზე 1950-იანი წლებიდან გამოდის, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საბჭოთა სისტემის ფარგლებში. ამ თაობის მხატვრული პრაქტიკაც ოფიციალური, ჯერაც სოც- რეალისტური მეთოდით რეგლამენტირებულ გარემოში ფუნქციონირებდა, ამავდროულად, მასში უკვე მოიაზრებოდა მნიშვნელოვანი შემოქმედებითი პოტენციალი. 1954 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. გურამ გელოვანი მრავალეროვანი საბჭოთა მხატვრული ისტებლიშმენტის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ავტორია, რომლის ნიჭიერებას აღიარებდა ოფიციოზი, არ აკლებდა მას წახალისებას და ჯილდოებს, მაგრამ შესაბამისად მკაცრ მოთხოვნებსაც უყენებდა. გურამ გელოვანის ფიგურატიული მხატვრობა იყო მოთხოვნადი რკინის ფარდით გამიჯნულ დასავლეთშიც. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: “ახალგაზრდობა” (1957, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), “დედის პორტრეტი” (1953), “ოჯახი დუშეთიდან” (1964), “მშვიდობის სადარაჯოზე”(1965, საქართველოს სურათების გალერეა). 1965 წელს საქართველოს დამსახურებული მხატვარის წოდება მიენიჭა.
სხვა ავტორები
მაია ცეცხლაძემ 1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მუშაობს ფერწერის, გრაფიკისა და გამოყენებითი ხელოვნების დარგებში. „მხატვრობაში მსურს, გადმოვცე მისტიკურ-რომანტიკული სამყარო, რომელიც სულის წიაღიდან გაღწევას ცდილობს, ცდილობს, სამყარო სილამაზითა და ჰარმონიით შეავსოს… ნამუშევრებში ხშირად დომინირებს პორტრეტები და ანგელოზები, რომლებიც ერთმანეთთან სინთეზით, მისტიკურ-ჰარმონიულ განწყობას ქმნიან,“ –…
ქეთევან მაღალაშვილი, მხატვარი და საზოგადო მოღვაწე , საქართველოს სახალხო მხატვარი დაიბადა საქართველოში, ქალაქ ქუთაისში. 1911-1915 წლებში ის კავკასიის ნატიფი ხელოვნების წახალისების საზოგადოების სამხატვრო სკოლაში სწავლობდა. 1914 წელს მოსკოვში გაემგზავრა და სწავლა განაგრძო ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ კ.კოროვინი, ნ.კასატკინი და სხვები..1917…
ალდე კაკაბაძე — ქართველი მხატვარ-კერამიკოსი. საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი (1976). საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1987). ღირსების ორდენის კავალერი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, 1964 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა იქვე. კაკაბაძის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მაღალი პროფესიონალური ოსტატობა, მასალის, კოლორიტის, პროპორციების ფაქიზი შეგრძნება, მკაფიოდ გამოსახული ეროვნულობა, პოეტურობა. ნამუშევრები:„საქორწილო დოქი“…