Skip to content Skip to footer

ბლიოტკინი პეტრე

რუსული წარმოშობის საბჭოთა ფერმწერი და გრაფიკოსი. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დამსახურებული მხატვარი. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში.  იყო ი. შარლემანის, ე. თათევოსიანისა და ე. ლანსერეს მოწაფე. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1930 წლიდან. 1923 ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში 1929 წელს დაასრულა ფერმწერის სპეციალობით. 1928-1932 წლებში მუშაობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დეკორატორად. 1932 წელს საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი გახდა. 1958 წელს დააჯილდოვეს საპატიო მხატვრის ორდენით. პეტრე ბლიოტკინის პორტრეტებში და ძველი თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ამსახველ პეიზაჟებში ვლინდება მხატვრის განსაკუთრებული გატაცება კოლორისტული ამოცანებით.

პეტრე ბლიოტკინი
დაბადების/ გარდაცვალების თარიღი1903-1988Share

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.