ზაზა ბერძენიშვილმა 1975 წელს დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი. მას, როგორც XX საუკუნის ქართველი მხატვრების „ოთხმოციანელთა“ თაობის წარმომადგენელს, ქართულ თანადროულ მხატვრობაში სახისმეტყველების საკუთარი სისტემა შემოაქვს: ფერადი ფიგურატიული იდეოგრამები მისი მხატვრობის „ტექსტს“ ქმნის და ვარიაციულად მეორდება სხვადასხვა ფერწერული მოდელით. მხატვარი ფერით განსაცვიფრებელ ეფექტს აღწევს. ფერის გრადაციის შესაძლებლობის გამოვლენა და ჰარმონია კონტრასტით მხატვრის სტილის უპირატესობაა. მისი ზედმიწევნით ფაქიზი ფერწერა ესთეტიზმისა და დეკორატიულობის ორიგინალურ ვარიანტს გვთავაზობს. მისი შემოქმედება სამყაროსა და ადამიანის განუყოფელ ერთიანობას, მწუხარებისა და სიხარულის კანონზომიერ თანაარსებობას, ოცნებათა გარდუვალობას ჩვენი არსებობის ყველაზე სათუთ სიღრმეებს ეხება. ამიტომ მის მხატვრობაში სამყაროს აღქმის ნაივური მოდელი უცნაურად უკავშირდება უძველეს არქეტიპულ კოსმოგონიურ სისტემებს. მხატვრის შემოქმედება ზრდასრული ადამიანის ცდაა, შეინარჩუნოს და აღიდგინოს „ბავშვად ყოფნის“ ბედნიერება. მისი ნიუანსური ფერწერა ამ ბედნიერების იმიტაციის მოდელია და მას ბავშვობის თვალისმომჭრელი ელვარება ახლავს.
სხვა ავტორები
როკო ირემაშვილი – მხატვარი, მოქანდაკე, ხელოვანი, შტუტგარტის ხელოვნების სახელმწიფო აკადემიის კურსდამთავრებული (2005-2009) და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი (2010 – 2012). მისი ნამუშევრები, ფორმატისა და მასალისგან დამოუკიდებლად, იქნება ეს ფერწერა, ქანდაკება თუ ვიდეო, სოციალური პროტესტის, სარკაზმის, ამაოებისა და თანაგრძნობის ნაზავს წარმოადგენს.როკო ირემაშვილის ყოველი პროექტი მუდმივი…
მიშა გოგრიჭიანმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა. 1990-იანი წლების დასაწყისში მისი ნამუშევრები გამოჩნდა ქართულ საგამოფენო დარბაზებში, დამთვალიერებელს ფერწერული მინიმალისტური, ნაივური ხელწერით დაამახსოვრა თავი. 1990-იანი წლების ბოლოს მხატვარი საცხოვრებლად გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 90-იანი წლების საქართველო ამერიკულ ყოველდღიურობას „შეაზავა“ და შექმნა ნოსტალგიური ხასიათის სურათების სერიები ყველაფერ…
მოსე თოიძე – ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, სსრკ სახალხო მხატვარი , სსრკ სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი , ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სწავლობდა პეტერბურგში, ჯერ დიმიტრიევ-კავკაზკის სამხატვრო სკოლაში ფ.მალიავინთან, შემდეგ სამხატვრო აკადემიასთან არსებულ სასწავლებელში ი. რეპინის სახელოსნოში. მისი სადიპლომო ნაშრომი მცხეთობა ოქროს მედლით დაჯილდოვდა.1903-1904 წლებში მონაწილეობდა პერედვიჟნიკების…