Skip to content Skip to footer

ალექსიძე ნელი

მოქანდაკე, პედაგოგი. საქართველოს სსრ-ის დამსახურებული მხატვარი. 

ნელი ალექსიძემ 1949 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (სილოვან კაკაბაძისა და ნიკოლოზ კანდელაკის სახელოსნო). ძირითადად ქმნიდა დაზგურ ქანდაკებებს – პორტრეტებსა და მცირე ზომის ფიგურულ კომპოზიციებს. ამ უკანასკნელთა შორის გამოირჩევა ცეკვის თემაზე გაკეთებული მცირე ზომის სკულპტურები: ცეკვა ქართული (1951, თაბაშირი), მოცეკვავე ქალი დაირით (1953, ფაიანსი) და სხვა. 

თბილისის საჯარო სივრცეში დგას შადრევნისთვის გაკეთებული მისი სკულპტურული კომპოზიცია სამაია (1960-იანი წლები. ბრინჯაო. თანაავტორები – გოგი ქართველიშვილი, თემო ჭყონია) და იოსებ გრიშაშვილის პორტრეტი (1966, ბრინჯაო, მთაწმინდის პანთეონი)

ალექსიძის სკულპტურები დაცულია საქართველოს ეროვნულ გალერეასა და  ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.

ნელი ალექსიძე
დაბადების წელი1921გარდაცვალების წელი2012Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.