Skip to content Skip to footer

ავალიშილი ბიძინა

მოქანდაკე, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული მხატვარი; მისი  სახიდან უჩა ჯაფარიძემ პოეტ ბესიკის (ბესარიონ გაბაშვილის) პორტრეტი შექმნა.

ბიძინა ავალიშვილმა 1947 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (პედაგოგი იაკობ ნიკოლაძე). მის შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტებს.  ქართველ მოქანდაკეთა შორის, მან  პირველმა გააკეთა პორტრეტები ხის მასალაში.

საჯარო სივრცეში დგას მის მიერ შესრულებული ვაჟა ფშაველას (1948. ქვა. დუშეთი), მირზა გელოვანის  (1963. მარმარილო. თიანეთი), ვასილ ბარნოვის (1967.  მარმარილო. კოდა), ალექსანდრე ყაზბეგის  (1947. ხე ), გალაკტიონ ტაბიძის პორტრეტები (1968, ბრინჯაო. მთაწმინდის პანთეონი);  ასევე – აკაკი წერეთლის (1992, ბრინჯაო, თბილისი) და ექვთიმე თაყაიშვილის მონუმენტები (1993, ბრინჯაო, თბილისი).

მის მიერ  გაკეთებული აკაკი შანიძის პორტრეტი დაცულია საქართველოს ეროვნულ გალერეაში.

ბიძინა ავალიშვილი
დაბადების წელი1922გარდაცვალების წელი2002Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.