Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ჯემალ ჯაფარიძის რეტროსპექტული გამოფენა ეროვნულ გალერეაში

13 აგვისტო 2022 16:00 - 1 სექტემბერი 2022 18:00

ჯემალ ჯაფარიძე –  რეტროსპექტივა.

მოქანდაკე ჯემალ ჯაფარიძე დაიბადა 1932 წელს თბილისში. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. სადიპლომო ნამუშევრები: „ბალეტის დიდოსტატი ვახტანგ ჭაბუკიანი“ და „თამარ მეფე“ შექმნა მოქანდაკე ნიკოლოზ კანდელაკის ხელმძღვანელობით.
1960 წლიდან მოყოლებული, ჯემალ ჯაფარიძის ნამუშევრები იფინება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. მოქანდაკე მუშაობს მომუმენტური, საპარკო და პორტრეტული ქანდაკების ჟანრში – ქვის, ლითონისა და ხის მასალაში. მოქანდაკის შემოქმედების მთავარი მოტივებია დედა-შვილობა, ამორძალები, ოჯახი, მითოლოგიური პერსონაჟები და ქალთა პორტრეტული გამოსახულებები. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 22 სკულპტურული ნამუშევარი. მათ შორის: თამარ მეფე, მეომარი ქალები, მშვილდოსანი ქალი, ლალი თევზაძის პორტრეტი და სხვა.

კურატორი მამუკა ჯაფარიძე

Details

Start:
13 აგვისტო 2022 16:00
End:
1 სექტემბერი 2022 18:00
Website:
www.museum.ge

Organizer

Venue

საქართველოს ეროვნული გალერეა
შოთა რუსთაველის გამზირი 11
თბილისი, 0108 Georgia
+ Google Map
Phone:
+ (995 32) 215 73 00

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.