Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

მანუჩარ ოქროსცვარიძის მულტიმედიური გამოფენა “სად ვართ ახლა?”

6 სექტემბერი 2022 16:00 - 24 სექტემბერი 2022 18:00

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 6 სექტემბერს 4 საათზე მანუჩარ ოქროსცვარიძის სოლო გამოფენა “სად ვართ ახლა?” იხსნება.

მანუჩარ ოქროსცვარიძის მულტიმედიური პროექტი იკვლევს ხელოვნების წინააღმდეგობრივსა და რთულ ბუნებას, რომელსაც შეუძლია ერთდროულად ჩაგვრთოს სხვა სუბიექტის მდგომარეობაში, გვიბიძგოს თანაგანცდისკენ. მძაფრად განგვაცდევინოს სხვისი დრამა თუ ფსიქოემოციური მდგომარეობა და, ამავე დროს, დაგვტოვოს ჩვენთვის უსაფრთხო დისტანციაზე, რომელიც საშუალებას გვაძლევს თანაგანცდილმა დრამამ არ დაგვაზიანოს, არამედ ჩვენთვის ესთეტიკურ ღირებულებად ტრანსფორმირდეს. როგორ შეგვიძლია ხელოვნების საშუალებით, ერთი მხრივ, უფრო მძაფრად შევიგრძნოთ და გავაცნობიეროთ რეალობა, ყოფიერება და მეორე მხრივ პირიქით, მოვშორდეთ მას, დავიცვათ თავი ყოფიერი თუ სოციალური რუტინისგან? კონკრეტული ბედის განცდიდან გადავინაცვლოთ აბსტრაქტული იდეების განზომილებაში?

გამოფენა 25 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მისამართი: რუსთაველის 11

Details

Start:
6 სექტემბერი 2022 16:00
End:
24 სექტემბერი 2022 18:00
Website:
museum.ge

Organizer

Venue

საქართველოს ეროვნული გალერეა
შოთა რუსთაველის გამზირი 11
თბილისი, 0108 Georgia
+ Google Map
Phone:
+ (995 32) 215 73 00

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.