Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

ქოჩარი — მრავალგანზომილებიანი გენიოსი (თბილისი–პარიზი–ერევანი)

8 ოქტომბერი 10:00 - 8 ნოემბერი 17:00

Kochar: The Multidimensional Genius (Tiflis–Paris–Yerevan).

ქოჩარი - მრავალგანზომილებიანი გენიოსი (თბილისი-პარიზი-ერევანი)

ერთი საუკუნის შემდეგ მაესტროს ხელოვნება სულიერ სამშობლოს უბრუნდება: თბილისში  გამოფენა „ქოჩარი — მრავალგანზომილებიანი გენიოსი“ გაიხსნება

2026 წლის 8 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოში სომხეთის კულტურის დღეების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში  კონცეპტუალური რეტროსპექტიული გამოფენა გაიხსნება — „ქოჩარი — მრავალგანზომილებიანი გენიოსი (თბილისი–პარიზი–ერევანი)“.

პროექტი ხორციელდება სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და  საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით. გამოფენა ერვანდ ქოჩარის მუზეუმის, სომხეთის ეროვნული გალერეის, სომხეთის თანამედროვე ექსპერიმენტული ხელოვნების ცენტრისა (NPAK) და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგია.

გამოფენის კონცეპტუალურ ცენტრს  ერვანდ ქოჩარის ცნობილი ნამუშევარი „ფერწერა სივრცეში“ (Peinture dans l’espace) წარმოადგენს. თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტალაციებისა და სხვადასხვა მედიუმის გამოყენებით გამოფენა მისი შემოქმედების მრავალფეროვნებასა და მის ინოვაციურ ხედვას წარმოაჩენს, რომელიც დღესაც აქტუალურია და თანამედროვე ხელოვნებასთან საინტერესო დიალოგს ქმნის.

გამოფენის გახსნის პარალელურად გაიმართება ახალი, სამენოვანი კატალოგის – „ქოჩარი – მრავალგანზომილებიანი გენიოსი“ – პრეზენტაცია. კატალოგი გამოიცა სომხურ, ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელშიც თავმოყრილია მნიშვნელოვანი საარქივო აღმოჩენები და ბოლო წლებში გამოვლენილი აქამდე უცნობი დოკუმენტური მასალები. გამოცემის ავტორია კარინე ქოჩარი.

გამოფენა დამთვალიერებელს 2026 წლის 8 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.

 

 

Details

Start:
8 ოქტომბერი 10:00
End:
8 ნოემბერი 17:00
Event Category:

Organizer

Georgian National Gallery
Email:
gng.exhibition@gmail.com

Venue

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery
11 Rustaveli ave
Tbilisi, Georgia 0108
+ Google Map
View Venue Website

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.