რომუალდ (რომა) ცუხიშვილი 1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი კერამიკოსის სპეციალობით (პედაგოგები: სერგო ქობულაძე, ვახტანგ ჯაფარიძე გიორგი სესიაშვილი, რევაზ იაშვილი). 1963-1966წწ. მუშაობდა სამხატვრო-საკონსტრუქტორო ბიუროში, შემდეგ საქართველოს ხელოვნების მუზეუმში რესტავრატორად; 1970 წელს დაამთავრა თსსა-იის ასპირანტურა და იქვე დაიწყო მუშაობა პედაგოგად.1981-1984 წლებში საქართველოს…
ქართული კერამიკული ხელოვნების გამორჩეული წარმომადგენელი და პედაგოგი, საქართველოს ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი, ზაქარია მაისურაძე ერთდორულად იყო მხატვარიცა და მკვლევარიც. მან პირველმა დაიწყო შუა საუკუნეების ქართული კერამიკის ტექნოლოგიის შესწავლა; ამას გარდა, პირველმა შექმნა კერამიკული დეკორატიული პანოები და ფერადოვნებით გამორჩეული დაზგური კერამიკული კომპოზიციები,…
კერამიკოსი და ტანსაცმლის დიზაინერი, ირინა ელისტრატოვა-ასათიანი 1968-1973 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა კერამიკის სპეციალობით. სწავლის დასრულების შემდგომ, 1978-1981 წლებში მუშაობდა სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის შემოქმედებით სახელოსნოში, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ ვასილ შუხაევი, რომუალდ ცუხიშვილი და ამირ კაკაბაძე. ირინა ელისტრატოვა-ასათიანის შემოქმედებიდან აღსანიშნავია: დეკორატიული შავკრიალა კერემიკის ლარნაკები…
ქეთევან რუხაძე – გრაფიკოსი, კერამიკოსი, წიგნის ილუსტრატორი და დეკორატორი, 1968-1973 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კერამიკის ფაკულტეტზე. იყო სამხატვრო აკადემიის კერამიკა-მინისა (1983-1991) და მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების კათედრის უფროსი პედაგოგი (1989). მისი ძირითადი ნამუშევრები ინტერიერისა და ექსტერიერისთვის შექმნილი დეკორატიული კომპოზიციებია. ხელოვანის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ გალერეაში, მესტიის…