Skip to content Skip to footer
მამუკა ჯაფარიძე
დაბადების წელი1962AuthorAuthor nameShare

ჯაფარიძე მამუკა

Photo by Best DSC!

მამუკა ჯაფარიძე, აკადემიური სამხატვრო განათლების მიღებიდან მოყოლებული (1987 წელი), კონცეპტუალურ პროექტებზე  მუშაობს.

მისი ნამუშევრების მედიუმი იცვლება კონტექსტისა და სივრცის სპეციფიკის თანახმად და მოიცავს ჰეფენინგს, საგნებისა და სურათების კოლექციებს,  დიდი ხნის განმავლობაში შეგროვებულ ფოტოარქივსა და ვიდეოპროექციებს; ასევე – ფოტოგრაფიას, ლინგვისტურ მანიპულაციებს, ნახატებს, ხმოვან რიგსა და პრინტებს.

მისი ნამუშევარი „ARTRA“ წარმოდგენილი იყო  1999 წელს ვენეციის 48-ებიენალეზე, საქართველოს პავილიონში. იმავე წელს მისი ვიდეოპროექციის – „Eye Trees“ ჩვენება მოეწყო ატლანტაში (აშშ).

არტისტის ნამუშევრები რამდენჯერმე გამოიფინა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში:  „Reframing the 80-s“( 2012 ) და „ Re:Museum“ (2014 ).

2016 წელს, ნიუ-იორკის გალერეა „ Art in General“-ში, მოეწყო გამოფენა „Beyond Credit,” სადაც სხვა ქართველი მხატვრების ნამუშევრებთან ერთად, მამუკა ჯაფარიძის ინსტალაციაც იქნა დემონსტრირებული.

„მე ვიკვლევ, თუ როგორ არსებობენ ობიექტები დროის ცალკეულ მონაკვეთებში – სამყაროში ადამიანის მიერ უტილიტარულად განმარტებული   დროისა და თავად  ობიექტების მიღმა. ერთ-ერთ ძირითად პრინციპს წარმოადგენს  იმ მიჯნის კვლევა, რომელიც ხელოვნებასა და  არახელოვნებას  შორის არსებობს.

ჩემთვის მნიშვნელოვანია  ნამუშევრის ოთხგანზომილებიანი სივრცე და მოვლენების ასპექტები დროის მოცემულ მომენტში.”  

მამუკა ჯაფარიძე ცხოვრობს და მუშაობს თბილისსა და ლონდონში.

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.