რეზო ხასია, მოქანდაკე, თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული, სწავლობდა ნიკოლოზ კანდელაკისა და ვალენტინ თოფურიძის სახელოსნოში. სამხატვრო აკადემიის დასრულებისთანავე, მონაწილეობდა რეგულარულ საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენებში, რომლებზეც მოდერნისტულ კომპოზიციებს წარადგენდა. 2000 წელს, მისი პერსონალური გამოფენა გაიმართა თბილისის ყოფილი კადეტთა კორპუსის შენობაში.
მონაწილეობა აქვს მიღებული სკულპტორთა და არქიტექტორთა ასოციაციის რეგულარულ ჯგუფურ გამოფენაში. 2021 წლიდან ქანდაკებას ასწავლის თბილისის სამხატვრო აკადემიაში.
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დგას მისი ძეგლები: თბილისი, გმირთა მოედანზე 2008 წლის აგვისტოში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგბრძოლაში დაღუპულ მეომართა მემორიალი, “300 არაგველი” მემორიალი, ჟინვალი, საქართველოს სამხედრო გზა; “პოეზია” კომპოზიცია, ქ.ქუთაისი, ასევე დგას მისი შექმნილი ქანდაკება ფოთში.
მისი ნამუშევრები დაცულია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში.