ლევან ჭიჭინაძე ფერმწერი, თეატრის მხატვარი, პედაგოგი. მან 1986 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფეკულტეტი თეატრის მხატვრობის მიმართულებით (პედაგოგი ფარნაოზ ლაპიაშვილი). გაფორმებული აქვს სპექტაკლები თბილისის ახმეტელის სახელობისა (თამაზ ბაძაღუას პიესის „ღუზა ჩაუშვი, ანგელოზო!“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი) და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრებში, ასევე სარდაფისა და ილიაუნის თეატრებში. მისი პერსონალური გამოფენები სხვადასხვა დროს მოეწყო თბილისის გალერეებში – გალერეა TMS-ში, „ვერნისაჟში“. ლევან ჭიჭინაძის ნამუშევრები დაცულია საქართველოს, გერმანიისა და ამერიკის შეერთებული შტატების კერძო კოლექციებში. წლეულს მისი ნამუშევარი პირველად შეისყიდა სახელმწიფომ
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისთვის.
ლევან ჭიჭინაძე
დაბადების წელი1961Share