Skip to content Skip to footer

ძნელაძე შალვა

ვალერიან (შალვა) ძნელაძე დაიბადა 1892 წელს ჩოხატაურის რაიონში. დაწყებითი განათლება მან ქუთაისის რეალურ სასწავლებელში მიიღო, სადაც იგი პარალელურად ხატვასაც ეზიარა. შემდეგ, სწავლა თბილისში,“სახვითი ხელოვნების წამახალისებელ საზოგადოებასთან” არსებულ სამხატვრო სკოლაში გააგრძლა. 1913 -1918 წლებში კი შალვა ძნელაძე წარჩინებით სწავლობდა პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემიასთან არსებულ კიევის სამხატვრო სასწავლებლში.

1918 წლიდან სამშობლოში დაბრუნებული მხატვარი აქტიურად ჩაერთო დიმიტრი შევარდნაძის მიერ დაარსებულ „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ საქმიანობაში. იგეგმებოდა შალვა ძნელაძის გაგზავნა სტიპენდიატის რანგში საზღვარგარეთ, რასაც ხელი შეუშალა ბოლშევიკების მიერ საქართველოს ანექსიამ.

იგი პედაგოგიურ მოღვაწეობას უთავსებს სპექტაკლების გაფორმებას ჩოხატაურის სახალხო თეატრში. შალვა ძნელაძე, როგორც მხატვარ-ილუსტრატორი, აქტიურად თანამშრომლობდა საბავშვო ჟურნალების რედაქციებთანაც და არა ერთი საბავშვო მოთხრობების წიგნი გააფორმა.

თბილისში გამართული მრავალი გამოფენის მონაწილე შალვა ძნელაძე, შერყეული ჯანმრთელობის (ტუბერკულოზი) გამო, ძირითადად მშობლიურ ჩოხატაურში ცხოვრობდა, სადაც იგი დაუღალავად მუშაობდა პორტრეტებსა და პეიზაჟებზე, ნატურმორტებსა და ჩანახატებზე (შექმნა 2000-მდე ნამუშევარი).

შალვა ძნელაძე 1934 წელს გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ, 1935 წელს, მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა ეროვნულ გალერეაში გამართულა.

შალვა ძნელაძე
დაბადების/ გარდაცვალების თარიღი1892-1934Share

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.