Skip to content Skip to footer
მაია ცეცხლაძე
დაბადების თარიღი1965Share

ცეცხლაძე მაია

მაია ცეცხლაძემ 1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მუშაობს ფერწერის, გრაფიკისა და გამოყენებითი ხელოვნების დარგებში. „მხატვრობაში მსურს, გადმოვცე მისტიკურ-რომანტიკული სამყარო, რომელიც სულის წიაღიდან გაღწევას ცდილობს, ცდილობს, სამყარო სილამაზითა და ჰარმონიით შეავსოს… ნამუშევრებში ხშირად დომინირებს პორტრეტები და ანგელოზები, რომლებიც ერთმანეთთან სინთეზით, მისტიკურ-ჰარმონიულ განწყობას ქმნიან,“ – წერს მაია ცეცხლაძე. მაია ცეცხლაძემ 5 ხელნაკეთი წიგნი შექმნა. 2001-2004 წლებში მას საინტერესო შემოქმედებითი პრაქტიკა ჰქონდა გერმანიაში. იყო ბერლინის თეატრში სპექტაკლ „ობლომოვის“ მხატვარ-დეკორატორი და ბერლინის „მოხუცთა სახლის“ ხატვის პედაგოგი.

Leave a comment

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.