1979 წელს დაამთავრა ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი. სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ (1986), მუშაობდა სატირისა და იუმორის სახელმწიფო თეატრში მთავარ მხატვრად. შემდგომ მუშაობდა სულხან-საბა ორბელიანის სახ. პედაგოგიურ ინსტიტუტში პედაგოგად. იგი სისტემატიურად მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის გამოფენებსა და სიმპოზიუმებში. გაფორმებული აქვს სპექტაკლები. 2007 წელს იყო ორგანიზატორი ქართულ-იაპონურ საერთაშორისო პროექტისა “Kids Geurnika”. 1993-2002 წლებში მუშაობდა ი.ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, დირექტორის მოადგილედ. 1987-2012 წლებში ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას. 2007 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის, ფერწერის მიმართულების პედაგოგად.
