Skip to content Skip to footer

ჩერქეზიშვილი სოფიო

სოფიო ჩერქეზიშვილის ნამუშევრები ემოციებით დატვირთულ დღიურებს მოგვაგონებს, სადაც ვიზუალური  ხატებებიდან ჩვენ შეგვიძლია გავიგონოთ ქალების ხმა.  მომაჯადოებელი ტრანსფორმაცია ერთ მედიუმს მეორედ გადააქცევს და ქმნის მისეულ ესთეტიურ ფორმებს, მესიჯებს და უსასრულო ინსპირაციას.

1990 წელს სოფიო ჩერქეზიშვილმა დაამთავრა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი, 1994 წელს კი  – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. ოთხი  წელი (1994-1998) სწავლობდა გერიტ რითფელდის აკადემიაში (ამსტერდამი, ჰოლანდია). შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო ხელოვნების სფეროში აქტიური მუშაობა.  ასწავლიდა  –  იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელსა (1999-2006) და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ვიზუალური ხელოვნების სტუდიაში (2010-2018). 2006 წლიდან საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) უდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის პროფესორი.

2000 წლიდან იღებს მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენასა და პროექტში: „რატომ ამოდის ჩემ თავზე ბალახი“, „ერთი წუთი საკმარისია, რომ დაინახო მთელი ცხოვრება“,  „კავკასიონი ფიქრობდა ჩემზე“, „თუ დაგჭირდება გემებიც ჩერდებიან“ და სხვ.

სოფიო ჩერქეზიშვილი. ფრთების გარეშე. 2009

ჩერქეზიშვილი სოფიო
დაბადების თარიღი1971Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.