სერგო (ჩახო) ჩახოიანცი გასული საუკუნის ქართველ ფერმწერთა 50-იანი წლების პლეადის წარმომადგენელია. ხელოვნების მოყვარული საზოგადოებისთვის მისი შემოქმედება 2000-იანი წლების პირველი დეკადიდან გახდა ცნობილი, როდესაც გარდაცვალების შემდგომ, ერთმანეთის მიყოლებით გაიმართა მხატვრის პერსონალური გამოფენები.
ჩახოიანცის შემოქმედებაში განსაკუთრებით აღსანიშნავია გვიანდელი პერიოდის, ზეთის საღებავებით დახატული ნამუშევრები – მრვალშრიანი ექპრესიული აბსტრაციები – როგორც მონოქრომული, ასევე – ფერწერული: სერიები „ზღვა“, „ნიუ“ და პეიზაჟები და ტუშითა და აკვარელით შესრულებული გრაფიკული ნამუშევრები:
ჩახოიანცი ზესტაფონში დაიბადა და ერთხანს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშაობდა. თბილისის სამხატვრო აკადემიაში 1949-54 წლებში სწავლობდა. იყო სერგო ქობულაძის, აპოლონ ქუთათელაძისა და ფარნა ლაპიაშვილის სტუდენტი. სადიპლომო ნამუშევარი „მეფოლადეები“აპოლონ ქუთათელაძის ხელმძღვანელობით გააკეთა. გამოფენებში მონაწილეობდა 1953 წლიდან. 1955 წლიდან იყო საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.
ჩახოიანცის ნამუშევრები ინახება სურათების ეროვნულ გალერეაში, საქართველოსა და საფრანგეთის კერძო კოლექციებში.
ილუსტრაციების წყარო:
https://www.facebook.com/174584562699590/posts/1982820998542595/