Skip to content Skip to footer

ჩაჩხიანი ვაჟიკო

ვაჟა (ვაჟიკო)  ჩაჩხიანი დაიბადა თბილისში. ის, თავდაპირველად,  სწავლობდა მათემატიკასა და ინფორმატიკას თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, მოგვიანებით სასწავლებლად გადავიდა  ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტში (Universität der Künste – UdK),  სადაც დაასრულა პროფესორ გრეგორ შნეიდერის კლასი, შემდეგ სწავლობდა ამსტერდამის გერიტ რიტველდის აკადემიაში.

ვ. ჩაჩხიანის შემოქმედების დიდი ნაწილი ფილმები, ქანდაკებები, ფოტოები და ფართომასშტაბიანი  ვიზუალური ინსტალაციებია.

ამ დროისთვის, ვაჟიკო ჩაჩხიანს 11 ფილმი აქვს გადაღებული. ფილმებზე მუშაობა მან 2005 წლიდან დაიწყო და ძირითადად მოკლემეტრაჟიან ნამუშევრებს მოიცავს. იგი ოპერირებს გარესამყაროსა და ადამიანის ფსიქიკას შორის, დახვეწილი  ვიზუალური პოეტური მხატვრული ენის მეშვეობით ამახვილებს ყურადღებას  ადამიანის ყოფის  იდუმალ მხარეებზე. მისი მინიმალისტური ქანდაკებები ხშირად დაფუძნებულია წარმოდგენებზე, ამავე დროს, ისინი გაჯერებულია ნარატიული მნიშვნელობით.

მხატვარი ცდილობს ქანდაკებებისა და ინსტალაციების საშუალებით დაუპირისპირდეს  ადამიანის  მარტოობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას,  ასევე საყოველთაო ძალადობასა   და შფოთვას, რომელთაც აერთიანებს  რელიგიურ, პოლიტიკურსა  და ლიტერატურულ თემებთან. ვ.  ჩაჩხიანის შემოქმედებაში ხშირად  მეორდება თემები –   კულტურა, ბუნება, კონფლიქტი გარე სამყაროსა და ინდივიდის შინაგან, სულიერ ცხოვრებას შორის.

2013 წლიდან ვ.  ჩაჩხიანის ნამუშევრები ხშირად  იფინება ევროპის მნიშვნელოვან სახელოვნებო სივრცეებში ჯგუფური თუ სოლო გამოფენების სახით, რომელთა   ნუსხა  საკმაოდ შთამბეჭდავია.  მისი ნამუშევარი ცოცხალი ძაღლი მკვდარ ლომებს შორის  2017 წელს წარმოდგენილი იყო ვენეციის 57-ე ბიენალეზე; 2018 წელს  ნომინირებული იყო Kunstpreis Böttcherstraße -ზე;    მიღებული  აქვს  ვილა ავრორას სტიპენდია აშ-ში,  ლოს ანჟელესში; რეზიდენტურის გრანტი ტოკიოში და Rubens Promotional Award-ი (2017) . 

ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ბერლინსა და თბილისში.

ვაჟიკო ჩაჩხიანი
დაბადების თარიღი1985Share

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.