Skip to content Skip to footer

შველიძე მურთაზ

მურთაზ შველიძემ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1992 წელს დაამთავრა. მისი შემოქმედებითი ცხოვრების გზის დაწყება დიდ პოლიტიკურ ქარტეხილებს დაემთხვა. 1990-იანი წლების თბილისი, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის ნაწილი, „პერესტროიკის“ პერიოდის წინააღმდეგობებით სავსე გარემოა. „მხატვრობა ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რაც საქართველოსთვის იმ გარდამტეხ დროს დამეხმარა, ჩემი სათქმელი მხატვრულ ფორმაში გამომეხატა და დღემდე ასე გრძელდება“, – ამბობს მურთაზ შველიძე. მისთვის საინტერესოა ერთი საკითხის განსხვავებულ რაკურსში დანახვა, მხატვრული ფორმებით ექსპერიმენტირება. ის ხშირად მიმართავს სერიულ პრინციპს. ხელოვანის თქმით, მხატვრული ფორმითა თუ შინაარსით განსხვავებული ნამუშევრები ყოველთვის დაკავშირებულია მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპთან. ის ძირითადად მუშაობს ფერწერის დარგში, თუმცა 1999 წელს შექმნილი ინსტალაცია „ძველი ტელევიზორები“ (გამოფენა „ხიბლი“) სერიოზული განაცხადი იყო ქართულ თანამედროვე ხელოვნებაში. მხატვრის პერსონალურ გამოფენათაგან გამორჩეული იყო მისი პირველი გამოფენა „Landscapes” „ძველ გალერეაში“ (თბილისი. 1997). ბოლო პერიოდში კი აღსანიშნავია „Dedicace Gallery”-ისთან თანამშრომლობით ორგანიზებული გამოფენები „თვალთვალი“ და „Detectio”.

მურთაზ შველიძე
დაბადების თარიღი1965Share

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.