მიშა შენგელია დაიბადა მეცნიერთა ოჯახში. მისი პაპა – ბოტანიკოსი ნიკო კეცხოველი 1945-1953 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი. 1982 1989 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტში. ხატვა შეისწავლა დამოუკიდებლად. მასზე დიდი გავლენა იქონიეს მოდერნისტმა მხატვრებმა, რომელთა ნამუშევრების რეპროდუქციები ნახა ლენინგრადის ბუკინისტურ მაღაზიაში ნაყიდ წიგნში „Modern Painting. Contemporary Trends“. მხატვრის სიტყვით, სწორედ ეს წიგნი გახდა მისი სახელმძღვანელო. მხატვარი თავის ნამუშევრებს ყიდდა ქუჩაში, რუსთაველის გამზირზე. იგივე გააგრძელა ქალაქ ათენში, სადაც ხელოვნებით დაინტერესებული საზოგადოების ყურადღება მიიპყრო და კუნძულ როდოსზე მისი პერსონალური გამოფენაც მოეწყო. თბილისში მიშა შენგელიას პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა გალერეა „ბაიაში“ 1995 წელს. ამის შემდგომ ის თბილისის სამხატვრო წრეების განუყოფელი წევრი გახდა. 1999 წელს გლაზგოს თანამედროვე ხელოვნების ცენტრის მიწვევით რამდენიმე სხვა ქართველ მხატვართან ერთად მან სამთვიან სარეზიდენციო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა და გლაზგოში ორი პერსონალური გამოფენა მოაწყო. ლონდონში ნანახმა საფოსტო ურიკამ წარწერით – „Royal Mail“ მხატვარს შთაგონება მისცა, შეექმნა საფოსტო ბარათების ფერწერული სერია, რომელსაც „Replica Gallery“ დაარქვა. მეორე პერსონალური გამოფენა „Royal Mail“ კვლავ გალერეა „ბაიაში“ გაიმართა 2007 წელს. მხატვრის ნამუშევრები გაფანტულია მსოფლიოს უამრავ კერძო კოლექციაში. განსაკუთრებით ბევრი ნახატი ინახება არჩილ დარჩიას, ალექსანდრ და ოლგა ფლორენსკების, ლენა და დერეკ მიულერების კოლექციებში. 2022 წელს მიშა შენგელიას ნამუშევრები, კულტურის სამინისტროს ინიციატივით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისთვის შეიძინეს, ხოლო კოლექციონერებმა ლენა და დერეკ მიულერებმა მუზეუმს ორი ნამუშევარი უსასყიდლოდ გადმოსცეს.
სხვა ავტორები
მალხაზ კუხაშვილის, საქართველოს დამსახურებული მხატვრის, შემოქმედებითი ცხოვრება 1960-იანი წლების დასასრულიდან იწყება. იგი ძირითადად მუშაობს გრაფიკის დარგში, არის რამდენიმე ათეულიმხატვრული, მუსიკალური, დოკუმენტური ფილმისა და რუსთაველის თეატრის სპექტაკლების მხატვარი. შესრულებული აქვს რამდენიმე პლაკატი და აფიშაც. 1968 წლიდან მალხაზ კუხაშვილი მუშაობას იწყებს საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში. 1982-1993 წლებში კი…
ალექსანდრე ფლორენსკი ფერმწერი, გრაფიკოსი, კერამიკოსი. დაიბადა 1960 წელს ლენინგრადში, მხატვრების ოჯახში. 1982 წელს დაამთავრა ლენინგრადის ვერა მუხინას სახელობის უმაღლესი სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებლის კერამიკის განყოფილება. არის მხატვართა გაერთიანება „Митьки”-ს შექმნის ერთ-ერთი ორგანიზატორი (1985 წ.), პეტერბურგის მხატვართა კავშირის გრაფიკის სექციის წევრი (1988 წ.). 1997-2005 წლებში იყო გალერეა „Митьки…
ლალი ზამბახიძე შემოქმედებით ასპარეზზე 1970-იანი წლებიდან გამოდის და ქართული გრაფიკული ხელოვნების განვითარების ისტორიაში ერთ-ერთ თვალსაჩინო ადგილს იმკვიდრებს. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დამთავრების (1965) შემდეგ ახალგაზრდა ხელოვანის ცხოვრებაში იწყება დამოუკიდებელი მხატვრული სტილის განვითარებისა და ჩამოყალიბების რთული, მაგრამ საინტერესო და ძიებებით აღსავსე, წარმატებების მომტანი შემოქმედებითი გზა. მუშაობს…