ლეილა შელია 80-ანელთა თაობის მხატვარია. მან 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. ლეილა შელიას სახელი, უპირველესად, აბსტრაქციასთან ასოცირდება. თუმცა მის შემოქმედებაში ნატურმორტებსაც ნახავთ და ნიუსაც… ქმნის ფერწერულსა და გრაფიკულ ნამუშევრებს. „შინაგანი განწყობა… ბუნება… კმაყოფილი ვარ, როდესაც არ ვფიქრობ და ისე გამოდის ნამუშევარი. მინდა, გადმოვცე ირეალური, არდანახული“, ამბობს მხატვარი და ძირითად მონახაზს ერთ სეანსში, ერთი ამოსუნთქვით ქმნის. ზოგჯერ ასე ასრულებს, ზოგჯერ კი უბრუნდება და, შესაძლოა, ხანგრძლივი დრო შეალიოს ერთი ნამუშევრის დასრულებას. უმეტესად, თემა ხატვის პროცესში მოდის, ქვეცნობიერს ემორჩილება… აბსტრაქტული აზროვნება, როგორც მთავარი ნიშანი, ლეილა შელიას შემოქმედების ადრინდელ ეტაპზევე გამოიკვეთა, როცა სახვითი საგანი ჯერ კიდევ ფიგურირებდა მის კომპოზიციებში. დროთა განმავლობაში მხატვარი მეტი განზოგადებისა და აბსტრაგირების გზით მიდის. კომპოზიციები სულ უფრო მინიმალისტური ხდება. ხშირად მონოქრომული კომპოზიციები, იმავდროულად, დინამიკური, ემოციურად ღრმა და დახვეწილია.
სხვა ავტორები
ლუკა ლასარეიშვილი/ლუკა ლაზარი 1982 წლიდან როგორც დამოუკიდებელი პროფესიონალი მხატვარი მონაწილეობს გალერეებსა და მუზეუმებში გამართულ მრავალ პერსონალურსა და ჯგუფურ გამოფენებში; მუშაობს სხვადასხვა მედიუმში: ფერწერა, ინსტალაცია, ობიექტი და ვიდეოარტი. 1989 წელს ხელოვანი ცხოვრობდა კასელში, გერმანიაში როგორც ფრიდერიციანუმის მუზეუმის რეზიდენტი მხატვარი. 2003 წლიდან დღემდე კი ცხოვრობს და მუშაობს…
გია ლორია სწავლობდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, 1981-1987 წლებში კი – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 1980-იანი წლებიდან იყო ჯგუფ „არქივარიუსის“ წევრი, ამავე თაობის ხელოვანებთან ერთად მუშაობდა სამხატვრო აკადემიაში ე. წ. „X სართულისა“ და მარჯანიშვილის თეატრის სახელოსნოებში. მონაწილეობდა მხატვრების მიერ თავიანთ სახლებსა და სახელოსნოებში მოწყობილ…
სოფო ჩხიკვაძე დაიბადა საქართველოში, თბილისში 1972 წელს. ამჟამად, ცხოვრობს და მოღვაწეობს ინგლისში (ლონდონი). ნიკოლაძის სამხატვრო კოლეჯის დამთავრების შემდგომ, პროფესიული განათლება და მაგისტრის წოდება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროს. მისი ნამუშევრები გამოირჩევა უნიკალური ხელწერით, გარკვეულწილად ნაივური სტილით, რომელიც პირდაპირ ემოციურ გავლენას ახდენს მნახველზე. სოფოს…