ლელა ტაბლიაშვილი 1986-92 სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გრაფიკის კათედრაზე ანიმაციის სახელოსნოში. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო ვეფხისტყაოსანის ანიმაციური ვერსია –ხელმძღვანელი მამია მალაზონია. 1988 წელს იმყოფებოდა სასწავლო პრაქტიკაზე ჩეხოსლოვაკიაში, პრაღის სამხატვრო აკადემიაში. 1994 წლიდან არის იუნესკოს გრფიკოს-დიზაინერთა კავშირის წევრი მოსკოვში. 1997 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. 2008 წლიდან ბავშვთა მწერალთა და ილუსტრატორთა კავშირის წევრი (აშშ). 1992-1994 წლებში მუშაობდა თბილისის მუსკომედიისა და კ.მარჯანიშვილის სახელობის თეატრებში კოსტიუმების მხატვრად. 1993 წლიდან მუშაობს საქართველოს სამხატვრო აკადემიაში, ანიმაციის სახელოსნოში. 2010-2017 წლებში მუშაობს ასისტენტ სამხატვრო აკადემიის პროფესორად მედიახელოვნების დეპარტამენტში. 2010, 2011 და 2012 წლებში იყო ასტრიდ ლინდგრენის მემორიალური პრემიის ნომინანტი. 2006-2008 წლებში ლელა თანამშრომლობს აშშ წიგნის გამომცემლობებთან: ნოვასაიენსფაბლიშერი და აეგ საგამომცემლო სახლთან.
სისტემატიურად იღებს მონაწილეობას გამოფენებში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ: საერთაშორისო გამოფენა ფოლკლორის ცენტრში თოჯინები (2009); საერთაშორისო გამოფენა და ვორკშოფი თურქეთის ქალაქ ტრაბზონში (2013); სართაშორისო სიმპოზიუმი ხატე საქართველოსთვის მცხეთაში (2014-2016); საერთაშორისო გამოფენა საფრანგეთში,პარიზში,ლუვრის საგამოფენო დარბაზში კარუსელ დე ლუვრი (2016-2019, 2022).
ლელა ტაბლიაშვილის ნამუშევრები დაცულია, პრაღისა და პორტლენდის სამხატვრო აკადემიებში, ასევე კერძო კოლექციებში საქართველოში აშშ, რუსეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, ლუქსემბურგსა და უკრაინაში.
სხვა ავტორები
გელა ფილაური დაიბადა გორში, 1961 წლის 8 მაისს. 1976 -1980 წლებში სწავლობდა მ.თუგანოვის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში (ცხინვალი), შემდგომ — თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დაზგური გრაფიკის ფაკულტეტზე, 1981 – 1987 წლებში. გელა ფილაური მრავალი შემოქმედებითი კავშირების წევრია – საქართველოს მხატვართა კავშირის (2012 წ.-დან), ამავე წლიდან —…
გიორგი შხვაცაბაია – მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი, მოქანდაკეთა 60-იანი წლების თაობის წარმომადგენელი, თბილისის საპატიო მოქალაქე. სამხატვარო აკადემია დაამთავრა 1964 წელს. იყო ნიკოლოზ კანდელაკის, ვალენტინ თოფურიძისა და გოგი ოჩიაურის მოსწავლე. 1975 წელს მოქანდაკემ შექმნა ქალის შიშველი ფიგურა, სახელწოდებით “ახალგაზდრობა”, რომელიც, სახვით ხელოვნებაში წლის საუკეთესო ნამუშევრისთვის, საკავშირო…
გელა ზაუტაშვილი 1980-იანი წლებიდან აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა გამოფენაში, როგორც საქართველოში, ისე – უცხოეთში. მათ შორის არის: „თაობა 80“ (თბილისი, 1986 წ.), „ქართული ფიგურატიული ხელოვნება“ (ერმიტაჟის ბაღი, მოსკოვი, 1987 წ.), ქართული აბსტრაქტის პირველი ჯგუფური გამოფენა (სახელმწიფო სამხატვრო გალერეა, თბილისი, 1987 წ,), „ავანგარდი-88“ (თბილისის მუზეუმი, 1988 წ.),…