Skip to content Skip to footer

სიხარულიძე ბათუ

სიხარულიძე ბათუ – მოქანდაკე და პედაგოგი. 1985 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (პედაგოგები: ირაკლი ოქროპირიძე, გოგი ოჩიაური). მუშაობდა სამხატვრო აკადემიაში პროფესორ მერაბ ბერძენიშვილის კლასში. 1994 წლიდან ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასწავლის ბოსტონის უნივერსიტეტში, სადაც არის ქანდაკების კათედრის გამგე და სამაგისტრო სახელოსნოს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. 2010 წელს გახდა ჯილინის (ჩინეთი, ქალაქი ჩანგჩუნი) უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი.
მისი ქანდაკებები ამერიკისა და აზიის ბევრ ქალაქშია დადგმული. მისი ქანდაკება ინახება საქართველოს ეროვნული გალერეის ქანდაკების ფონდშიც.

ბათუ სიხარულიძე
დაბადების წელი1960Share

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.