Skip to content Skip to footer

სანაძე კორნელი

თბილისის ეკონომიკური ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, სახვითი ხელოვნებით გატაცებული ახალგაზრდა 1922 წელს შევიდა მოსე თოიძის სახალხო სამხატვრო სტუდიაში, სადაც სწავლობდა 1924 წლამდე. ამავე წელს იგი ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. აქ სამხატვრო ხელოვნებას ეუფლებოდა შესანიშნავი რუსი მხატვრების ე. ლანსერესა და ი. შარლემანის, საქართველოს სახალხო მხატვრის გიგო გაბაშვილის, მხატვარ ეღიშე თათევოსიანი ხელმძღვანელობით. 1934 წლიდან იგი ფერწერას ასწავლიდა აკადემიაში. კორნელი სანაძე იყო 1830 წლის 8 თებერვალს დაარსებული საქართველოს რევოლუციონერ მხატვართა საზოგადოების-”სარმას” ერთ-ერთი დამაარსებელი და ხელმძღვანელი. 1924 წლიდან სანაძე უკვე ყველა რესპუბლიკური გამოფენის მონაწილეა, ენერგიულად მუშაობს მხატვართა ასოციაციებში, მხატვართა კავშირის გამგეობებში. მუშაობდა თეატრისა და კინოს მხატვრობაში და გაფორმებული აქვს არაერთი თეატრალური თუ საოპერო დადგმა. მნიშვნელოვანია კორნელი სანაძის, როგორც პედაგოგის როლი, ახალგაზრდა ქართველ მხატვართა აღზრდასა და ჩამოყალიბების საქმეში. მისი მოსწავლეები იყვნენ გამოჩენილი მხატვრები: გ. თოიძე, გ. თოთიბაძე, გ. ჯაში და სხვები. კორნელი სანაძის ნამუშევრები გამოფენილია საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმში, სახელმწიფო თეატრალურ მუზეუმში, შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის მუზეუმში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, აჭარის ავტონომიურ მუზეუმში, სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო მუზეუმში.

კორნელი სანაძე
დაბადების/ გარდაცვალების თარიღი1907-1985Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.