ქეთევან რუხაძე – გრაფიკოსი, კერამიკოსი, წიგნის ილუსტრატორი და დეკორატორი, 1968-1973 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კერამიკის ფაკულტეტზე. იყო სამხატვრო აკადემიის კერამიკა-მინისა (1983-1991) და მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების კათედრის უფროსი პედაგოგი (1989). მისი ძირითადი ნამუშევრები ინტერიერისა და ექსტერიერისთვის შექმნილი დეკორატიული კომპოზიციებია.
ხელოვანის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ გალერეაში, მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, საქართველოსა და უცხოეთის კერძო კოლექციებში.