ვერა როხლინა-შლეზინგერი (1896 -1934) – რუსი და ფრანგი მხატვარი, პარიზის სკოლის წარმომადგენელი. სწავლობდა კიევში ალექსანდრა ექსტერთან. არის მოდერნისტული ხელოვნების საინტერესო შემოქმედი. 1919-1920 წლებში ცხოვრობდა თბილისში, მონაწილეობდა ეროვნულ გალერეაში მოწყობილ გამოფენებში. შესრულებული აქვს ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები თბილისის თემაზე. 1920 წელს საცხოვრებლად გადავიდა პარიზში. მონაწილეობდა პარიზის დამოუკიდებელთა და საშემოდგომო სალონების გამოფენებში. ვერა როხლინას ფერწერული სურათი ბანქოს მოთამაშენი 2008 წელს კრისტის აუქციონზე 2 057 000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. 2023 წელს საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა შეისყიდა მისი ნამუშევრები.
როხლინა-შლეზინგერი ვერა
ვერა როხლინა-შლეზინგერი
დაბადების/ გარდაცვალების თარიღი1896 -1934Share