გეგა პაქსაშვილმა თბილისის სამხატვრო აკადემიის დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი დაამთავრა, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ დინარა ნოდია, დეა ჯაბუა, დიმიტრი ერისთავი და სერგო კაშხიანი. სტუდეტობის პერიოდიდან, გეგა პაქსაშვილი აფორმებდა სპექტაკლებს თბილისიში, მოსკოვში და საქართველოს რეგიონულ თეატრებში; მის სცენოგრაფიულ ნამუშევრებს შორისაა: იეთიმ გურჯი ახმეტელის თეატრში (თბილისი), როკ-ოპერა განძეულობათა კუნძული სტანისლავსკის თეარში (მოსკოვი), ბაბაჯანას ქოშები თბილისის თოჯინების თეატრში.
1989 – 2016 წლების პერიოდში, მხატვარს მონაწილეობა აქვს მიღებული ჩვიდმეტ ჯგუფურ გამოფენში საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
1994 წელს, საქართველოს ეროვნულ გალერეაში მისი პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა. მომდევნო სოლო ექსპოზიციები მხატვარს კერძო გალერეებში – ბაია გალერეასა და იარტ გალერეაში ჰქონდა მოწყობილი.
გეგა პაქსაშვილი მუშაობს მხატვრის წიგნის, დიზაინის, კედლის მხატვრობის, ფერწერისა და გრაფიკის დარგებში.