Skip to content Skip to footer

ონიანი ესმა


ესმა ონიანის შემოქმედება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში. მისი ფერწერული ტილოები კოლორისტული სიმდიდრით და სულიერი სიღრმით გამოირჩევა. მხატვრის შემოქმედებაში განსაკუთრებულ ჟღერადობას იძენს ბავშვობის ხატოვანი მოგონებები, რომლებიც გამუდმებით ჩნდებიან მის პოეტურ, ნოსტალგიურ სურათებში. 

ესმა ონიანი 1938 წლის 20 ივლისს დაიბადა, თბილისში. 1957–1963 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე. სადიპლომო ნამუშევარმა, „უფროსკლასელები“, მიიღო უმაღლესი შეფასება და გამოფენილი იყო მოსკოვში სსრკ სამხატვრო სასაწავლებლების დიპლომატთა X საკავშირო გამოფენაზე. მონაწილეობდა საკავშირო, ამიერკვკასიის მხატვართა, რესპუბლიკურ და საშემოდგომო და საგაზაფხულო გამოფენებში. მუშაობდა საქ. ტელევიზიაში დამდგმელ მხატვრად. შექმნა ილუსტრაციები ერლომ ახვლედიანის საბავშვო წიგნისთვის „ზარმაცი თაგუნას ამბავი“. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრის პედაგოგი. გახდა სსრკ მხატვართა კავშირის წევრი. მიიღო მხატვართა კავშირის მედალი წლის საუკეთესო ნამუშევრისათვის „დავით კაკაბაძის პორტრეტი“. იაპონიაში ჩატარებულ გამოფენაზე მისი ნამუშევარი დაჯილდოვდა მედლით. მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. გადაიცვალა 1999 წლის 31 იანვარს, ყველასათვის მოულოდნელად.

ესმა ონიანი
დაბადების/ გარდაცვალების თარიღი1938-1999Share

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.