Skip to content Skip to footer

მირზაშილი თენგიზ (ჩუბჩიკა)

ფერმწერი, გრაფიკოსი თენგიზ მირზაშვილი დაიბადა 1934 წლის სვანეთში. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის თეატრალურ-დეკორაციული ფერწერის ფაკულტეტი (1958). ავტორია პატარა ზომის პეიზაჟებისა და ჟანრული სურათების, რომლებშიც ძირითადად ასახულია ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული კავშირი, აგრეთვე თბილისური ყოფა–ცხოვრება. მრავალი წელი მოანდომა ნიკო ფიროსმანის შემოქმედების კვლევას, შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა წიგნი–ალბომი “ფიროსმანი” (ტ. I – III). იყო ე. ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეის ერთ–ერთი დამაარსებელი (1968). წარმატებით მუშაობდა წიგნის გრაფიკაში (“კაცია–ადამიანი?” 1974; ვაჟა–ფშაველას ქალიშვილის გულქან რაზიკაშვილის ნაამბობი “მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი”, 1991) და სხვა.გააფორმა “თბილისის ხუროთმოძღვრული გზამკვლევი” (1958). მისი ნახატების გამოფენა მოეწყო გერმანიაში, კანადაში, ავსტრიაში,საფრანგეთში და სხვა. ნამუშევრები ინახება შ. ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის და დ. შევარდნაძის სახ. ეროვნული გალერეის, მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეებსა და კერძო კოლექციებში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

თენგიზ მირზაშილი (ჩუბჩიკა)
დაბადების/ გარდაცვალების თარიღი1934-2008Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.