Skip to content Skip to footer
გიორგი მირზაშვილი
დაბადების წელი1961Share

მირზაშვილი გიორგი

გიორგი მირზაშვილი მხატვრთა 80/90-იანელთა თაობის წარმომადგენელია. მან 1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. „ფერწერულ ნამუშევარზე მუშაობისას ჩემი პირველადი მიზანია, მივაღწიო კომპოზიციისა და ფერის ერთიანობას, ვცდილობ, ჩემი სურათი გავხადო ფერში ინტენსიური და ექსპრესიული ნახატში… მე მჯერა, რომ ფერწერაში მთავარი მოძრაობაა, დინამიკა, რომელიც ტრანსფორმირდება სტატიკაში… ჩემთვის დასრულებული ფერწერული ტილო არის დინამიკური სტატიკა, კონტრასტსა და ოპოზიციაზე აგებული ჰარმონია“- ამბობს მხატვარი. გიორგი მირზაშვილი არაჩვეულებრივად პროდუქტიული მხატვარია.შემოქმედებითი პროცესი კი მხატვრული ნაწარმოების ჰარმონიულ მთლიანობაში კონტრასტისა და ოპოზიციების გამძაფრების გზაა. რაც უფრო მძაფრდება კონტრასტი, მიღწეული ჰარმონია უფრო გამომსახველია… ფერწერის სამეტყველო ენაც ვითარდება და თითქოს თავიდანვე მიღწეული სასურველი სიზუსტეც დაუსრულებლად იხვეწება. 

Leave a comment

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.