Skip to content Skip to footer
კონსტანტინე მინდაძე
დაბადების წელი1977Share

მინდაძე კონსტანტინე

კონსტანტინე მინდაძე – მულტიდისციპლინალური ვიზუალ არტისტი. სწავლობდა გერიტ რითფელდის აკადემიასა და ამსტერდამის გრაფიკულ ლიცეუმში, ნიდერლანდებში.   ასოცირდება: მინიმალიზმთან და კონცეპტუალურ არტთან. სფეროები მოიცავენ: აქტიურ-სივრცულ და ხმოვან ინსტალაციებს, სკულპტურას, ფერწერას, გრაფიკას, ფოტოგრაფიას, აუდიო და ვიდეო არტს. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ინტერნაციონალურ ჯგუფურ გამოფენებში და ავტორია მრავალი პერსონალური პროექტების – საქართველოში, ევროპასა და აშშ-ში. მისი ნამუშევრები შეტანანილია მრავალ ინტერნაციონალურ არტ-კატალოგებში და დაწერილია მრავალი სტატია, აგრეთვე დაცულია სხვადასხვა კორპორატიულ და კერძო კოლექციებში. ბოლო წლებში მას მეტად იცნობენ სხვადასხვა მედიუმებში შესრულებული მასშტაბური ინსტალაციებით. სინთეტური სამყაროს სტრუქტურა, მენტალური და ბიოლოგიური რეაქციები, ცხოვრების ციკლი და წარმავლობა, ეგზისტენცია და დროებითობა, სიყვარული და დანაკარგები, გლობალიზაცია და ტექნოლოგიები, შიში და რელიგიები, კონსუმერიზმი და კომერცია, ისტორიული ფაქტები და ხრწნის პროცესი, – ის ძირითადი თემებია, რომელთა კვლევაც მისი პროექტების განმსაზღვრელია. ამ პროექტების უმეტესობა დამთვალიერებელთან ხანგრძლივ კომუნიკაციას გულისხმობს, ისინი დროშიც ვითარდებიან, ზოგჯერ ორგანული მასალებისა თუ ქიმიური ნაერთების ტრანსფორმაციას აჩვენებენ. ცხოვრობს და მუშაობს ამსტერდამსა და თბილისში.

Leave a comment

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.