თამარ მინაშვილი დაიბადა 1964 წელს ქ. თბილისში. 1980-1984 წლებში სწავლობდა იაკობ ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელში ფერწერის სპეციალობაზე; იყო ელენე ახვლედიანის სახ. სტიპენდიანტი. სასწავლებლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, იმავე წელს ჩააბარა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახ. სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის გრაფიკის მიმართულებაზე. 1991-1993 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი (ახლანდელი დოქტორანტურა) წიგნის ილუსტრაციის სპეციალობით და 1995 წლიდან დაიწყო მუშაობა სამხატვრო აკადემიაში ხატვის და ფერწერის პედაგოგად არქიტექტურის ფაკულტეტის მონუმენტური ხელოვნების კათედრაზე. 1997 წლიდან არის საქართველის მხატვართა კავშირის წევრი. 2009 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის მიმართულების პროფესორი. ყოველწლიურად მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენებში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ: საფრანგეთში, იტალიაში, ამერიკაში (ვაშინგტონი), რუმინეთში, ირანში, ლიტვაში და სხვ. თამარ მინაშვილი წარმატებით მონაწილეობს სხვადასხვა სახელოვნებო პროექტებში როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ: იუნესკოს ეგიდით ჩატარებული საერთაშორისო “არტ პლენერი “ ტრანსილვანია (2011), რაშნოვი (რუმინეთი) (2012); გალიპოლში (სამხრეთ იტალია) იუნესკოს ეგიდით ჩატარებული საერთაშორისო სახელოვნებო სიმპოზიუმი (2013); იუნესკოს ეგიდით მოწყობილ საერთაშორისო სახელოვნებო სიმპოზიუმზე ბუკოვინაში (რუმინეთი) (2014); გამოფენა პარიზში -“პეტრაუტიდან პარიზამდე “ (2017); ქართველთა და ლატვიელთა დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა რიგაში (2018); უკრაინის ომისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო გამოფენა ARTIST FOR UKRAINE – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და სხვა (2022).
სხვა ავტორები
გიგიშა პაჭკორია, ხელოვანი, კერამიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (1986); დაარსა ქართული კერამიკული ხელოვნების და რეწვის ფონდი „თიხის ოფისი“ (2007).გიგიშა პაჭკორიას ინტერესი კერამიკისადმი ადრეულ ასაკშივე გაუჩნდა. „მამაჩემი მხატვარი იყო, სახლში თიხა მოჰქონდა და სხვადასხვა საგანს ვაკეთებდი. მახსოვს, როცა დედაჩემმა პირველად მიმიყვანა მუზეუმში, სადაც გავეცანი უძველეს…
ჟანრი ლოლაშვილი საქართველოს სახალხო არტისტი, მხატვარი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ადამიანი-ისტორიის ევროპული ორდენის კავალერი, სხვა უამრავი ჯილდოსა და წოდების მფლობელია. „მხატვრობაში მე ვარ რეჟისორიც, დრამატურგიც, სცენოგრაფიც და მსახიობიც. ეს განცდა, ეს ემოცია გაძლევს უფლებას, უფრო მეტად თავისუფალი იყო. აქ ყველაფერი გამოგონილია. უფრო ილუზიური სამყაროა. საერთოდაც, რაც…
ბუბა არაბულმა დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი 1990 წელს; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1996 წელს.მხატვრის შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ქალია. ნაზი პასტელური ტონებით შექმნილ კოლორიტში, გამჭვირვალე ჰაეროვანი ფიგურები ერთიან დეკორატიულ ზედაპირს ქმნიან. ზოგჯერ შერეულ ტექნიკას იყენებს და ნამუშევრის სხვადასხვა ნაწილს სხვადასხვა ფაქტურით…