Skip to content Skip to footer
ლევან მარგიანი
დაბადების თარიღი1965Share

მარგიანი ლევან

ლევან მარგიანი – ფერმწერი, მინიატიურისტი. მან 1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის რესტავრაციის ფაკულტეტი. 1994 წლიდან დღემდე გამართული აქვს ოცამდე პერსონალური გამოფენა, მათ შორის, პარიზის „Cour des Saits-Perez-16“-ის საგამოფენო სივრცეში, EXPO 2000-ის გენერალური კომისრის საპატიო სტუმართა დარბაზსა (ჰანოვერი, გერმანია) და 2001 წელს მერაბ აბრამიშვილთან ერთად ნიქოზიაში, ჰილტონის საგამოფენო დარბაზში (Exhibition Hall of Hilton Hotel, Nicosia, Syprus). ლევან მარგიანი, მერაბ აბრამიშვილის მსგავსად, თავის შემოქმდებაში საეკლესიო კედლის მხატვრობისა და ხატწერის ტექნიკებს იყენებს. მისი ნამუშევრები, რომლებიც, უმეტესად, ახალი აღთქმის კანონიკურ მოტივებს ასახავს, ლევკასის გრუნტზე ტემპერითაა დახატული და მხატვრისავე დიზაინით შექმნილი მოვერცხლილი ან ტონირებული სპილენძის ჩარჩოებითაა გაფორმებული. მხატვრის ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებსა
და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში.

ლევან მარგიანი. ხე კეთილი, ხე ბოროტი. 2021. აკრილი, ლევკასი, ოქრო, მოვერცხლილი თითბერი. 38×33 სმ

Leave a comment

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.