Skip to content Skip to footer

მამალაძე იორამ

იორამ მამალაძე 1926-1928 წლებში სწავლობდა მოსე თოიძის სამხატვრო სტუდიაში, ხოლო 1928-1932 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. იყო გიგო გაბაშვილისა და ვ. ლანსერეს მოწაფე. 1940-1945 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში, 1945-1948 წლებში სამხატვრო სამრეწველო სასწავლებელში, ხოლო 1959 -1966 წლებში – სამხატვრო აკადემიაში. მისი შემოქმედების მთავარი თემა საქართველოს პეიზაჟებია. შექმნილი აქვს გამორჩეული სოც რეალისტური ნამუშევრები: “ფერომანგანუმის ქარხანა”(1937), “პიონერები იმერეთის სოფელში”(1947). იგი ფერწერისა და პერსპექტივის რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორია. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ეროვნული გალერეისა და ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდებში.

იორამ მამალაძე
დაბადების/ გარდაცვალების თარიღი1911-1966Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.