Skip to content Skip to footer

მაისურაძე ზაქარია

ქართული კერამიკული ხელოვნების  გამორჩეული წარმომადგენელი და  პედაგოგი, საქართველოს ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი,  ზაქარია მაისურაძე ერთდორულად იყო მხატვარიცა და მკვლევარიც.

მან პირველმა დაიწყო შუა საუკუნეების ქართული კერამიკის ტექნოლოგიის შესწავლა; ამას გარდა, პირველმა შექმნა კერამიკული დეკორატიული პანოები და ფერადოვნებით გამორჩეული დაზგური კერამიკული  კომპოზიციები, რომლისთვისაც ხან თაბაშირის, ხანაც დიქტის საფუძველს იყენებდა.

ზაქარია მაისურაძემ  თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1938 წელს დაამთავრა და იქვე გააგრძელა პედაგოგიური საქმიანობა (1939 – 1959).

1944-1971 წლებში მუშაობდა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში, სადაც  მცირე და გამოყენებით ხელოვნებათა განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

მისი ნამუშევრების კოლორიტი  შთაგონებულია შუა საუკუნეების ქართული ტიხრული მინანქრით. მოტივები – ხალხური ზღაპრებით, სადაც წამყვანი თემაა ბერიკები, რთველი, სიუხვისა და ნაყოფიერების სიმბოლოები.

მხატვრის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, საქართველოს ეროვნულ გალერეასა და სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.

ზაქარია მაისურაძე
დაბადების წელი1912გარდაცვალების წელი1971Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.