Skip to content Skip to footer

ლომსიანიძე ბადრი

ბ. ლომსიანიძე დაიბადა ქუთაისში. ქუთაისის სახვითი ხელოვნების სკოლის და შემდეგ სანქტ-პეტერბურგის
ა. შტიგლიცის სახ. ხელოვნების და დიზაინის სახელმწიფო აკადემიის დამთავრების შემდეგ იგი ესპანეთში მოღვაწეობს.
ბ. ლომსიანიძე მულტიდისციპლინური არტისტია, რომელიც შემოქმედებითი საქმიანობის დასაწყისშივე ირჩევს ქსოვილს როგორც მედიუმს: ქსოვილის მოქნილობა და ელასტიკურობა მხატვარს მის ტილოებსა და ინსტალაციებში ორგანულად ინტეგრირების საშუალებას აძლევს. შედეგად, ნამუშევრები იძენს შინაარსობრივად დატვირთულ სხეულებრივ სიმკვრივეს. მეორე მხრივ, ტექსტილისთვის სახასიათო გამომსახველობა ერთგვარად განაპირობებს მხატვრის შემოქმედების ალეგორიულობას. ბადრი ლომსიანიძის ნამუშევრებში ხელშესახებია გარკვეული ბალანსი ექსპრესიონიზმსა და კლასიკური ფორმების დახვეწილობას შორის. უპირველესი მხატვრისთვის ვიზუალური და სენსორული სიამოვნებაა: გამჭვირვალობა, რბილ ფერთა პალიტრა და ქსოვილთა მეტყველება. ჰეტეროგენული რესურსების გამოყენება ანიჭებს მის შემოქმედებას ინდივიდუალურსა და ცნობად ხასიათს, გამორჩეულს თავისი მრავალმხრივობითა და ტექნიკით.
მხატვრის ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმსა და კერძო კოლექციაში: თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ოკლაჰომა, (აშშ), ზიმერლის ხელოვნების მუზეუმი, ნიუ ჯერსი, (აშშ), AC ფონდი, სალამანკას მუზეუმი, ბუენოს აირესის გრავიურის ეროვნული მუზეუმი, (არგენტინა), მადრიდის თანამედროვე ხელოვნების მუნიციპალური მუზეუმი, მადრიდის საზოგადოება; მაკკინსის კოლექცია, Christies ლონდონი, გამომცემლობა Springer.

ბადრი ლომსიანიძე
დაბადების თარიღი1961Share

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.