გიორგი კუხალაშვილი (დაბ. 1982 წ.) 2002-2007 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. მხატვრის შემოქმედების ადრეულ ეტაპზევე თვალსაჩინო იყო ინტერესი რელიგიური, ალეგორიული და მისტიკური თემებისადმი. XXI საუკუნის ადამიანს სურს ჩასწვდეს თავის სულიერ წარმომავლობას, მხოლოდ ინტელექტუალიზმით კი ეს შეუძლებელია. ხელოვნება საფეხურია, რომელიც სპირიტულ სამყაროში შეგვიძღვება. გიორგი კუხალაშვილის ნამუშევრები დაცულია საქართველოს, ნიდერლანდების, ბელგიის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთისა და აშშ-ის კერძო კოლექციებში. მხატვრის შემოქმედებას შეგიძლიათ გაეცნოთ ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაში.
კუხალაშვილი გიორგი
გიორგი კუხალაშვილი
დაბადების თარიღი1982Share