ვახტანგ კოტეტიშვილი – ფილოლოგი, ფსიქოლოგი, ეთნოგრაფი, მოქანდაკე. 1911 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, 1914 წელს – პეტერბურგის ფსიქო-ნევროლოგიური ინსტიტუტის პედაგოგიკის ფაკულტეტი; 1918 წელს – დერპტის (ტარტუს) უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1929 წელს – თბილისის სამხატვრო აკადემია (პედაგოგი იაკობ ნიკოლაძე).
1926 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლიდა ფოლკლორს; 1929 წლიდან უძღვებოდა მისივე ინიციატივით შექმნილ პოეტიკის, ქანდაკების თეორიისა და ისტორიის კურსებს; მიაკვლია ქართული ფოლკლორის უძველეს მითოსურ ძირებს; სოციალურ-ისტორიულ გარემოებათა გათვალისწინებით, დაათარიღა ზეპირსიტყვიერების ცალკეული ნიმუშები.
1933 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილე. 1930-იან წლებში შერაცხეს ხალხის მტრად და ემსხვერპლა საბჭოთა რეპრესიებს.
მისი ქანდაკებები დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.
სხვა ავტორები
1968 წელს მან სწავლა დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე. მისი პედაგოგები იყვნენ ვლადიმერ (ლადო) გრიგოლია და თეიმუაზ ყუბანეიშვილი. ასპირანტურა გაიარა ანდრეი გონჩაროვის ხელმძღვანელობით მოსკოვის პოლიგრაფიულ ინსტიტუტში, სადაც ბეჭდვით პროდუქციას მხატვრულად აფორმებდა. მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული ბეჭდური გრაფიკის განვითარებაში. დაასურათა და გააფორმა…
ოლეგ ქოჩაკიძე, ქართველი ფერმწერი, თეატრის მხატვარი, არქიტექტორი, რეჟისორი და სცენარისტი დაიბადა რუსეთში, ქალაქ მოსკოვში. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი. აქ გაიცნო ალექსანდრე სლოვენსკი და იური ჩიკვაიძე, რომლებსაც დაუკავშირა თავისი მომავალი შემოქმედებითი ცხოვრების გზა. ო. ქოჩაკიძის, ა. სლოვინსკისა და ი. ჩიკვაიძის მიერ 1957…
შალვა მამალაძე, ფერმწერი, გრაფიკოსი, კინოს მხატვარი, 1922- 28 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. მისი პედაგოგები იყვნენ გ. გაბაშვილი, ე. ლანსერე, ალ.ციმაკურიძე. 1939- 63 წლებში თავდვე ასწავლიდა სამხატვრო აკადემიაში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და კერძო კოლექციებში.შალვა მამალაძის შემოქმედებაში წამყვანია პეიზაჟის ჟანრი, „ბუნება მუდამ…