Skip to content Skip to footer

კონდახსაზოვი რობერტ

რობერტ კონდახსაზოვი დაიბადა  თბილისში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა თბილისის  სამხატვრო აკადემიის    ფერწერის ფაკულტეტზე, სადაც ფერწერას ეუფლებოდა ვ. შუხაევისა და ს. ქობულაძის ხელმძღვანელობით. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ, 1969 წლიდან, მუშაობდა  ინტერიერის დიზაინის, წიგნის გრაფიკისა და სცენოგრაფიის ჟანრებში.  1973 წელს  მიიღო საქართველოს თოჯინების თეატრში  სპექტაკლების სცენოგრაფიისთვის სსრკ-ის კულტურის სამინისტროსა და სრულიად რუსეთის თეატრალური საზოგადოების დიპლომი.   რ.  კონდახსაზოვმა თავისი ნამუშევრების ექსპონირება 1964 წელს დაიწყო და 1975 წლამდე საქართველოს სახელმწიფო სურათების გალერეაში გამართულ პლაკატების ყოველწლიურ გამოფენებში რეგულარულად მონაწილეობდა.1987 წელს საქართველოში მოეწყო ქართული ხელოვნების რეტროსპექტული გამოფენა. 1989 წელს მოეწყო მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა თბილისში. მას 2000 და 2003 წლებში  მოჰყვა ორი სხვა გამოფენაც.1990-იანი წლების ბოლოს რ. კონდახსაზოვმა თავისი მხატვრული ენა მკვეთრად შეცვალა, მისი შემოქმედება შავ-თეთრი გახდა და ძირითადი აქცენტირება  პირველყოფილი ფორმების სტრუქტურულ გადააზრებაზე მოახდინა.   

რ. კონდახსაზოვი არის საქართველოს დამსახურებული მხატვარი. მან შექმნა  1000-ზე მეტი ნამუშევარი, რომლებიც ინახება შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმსა და კერძო კოლექციებში საქართველოში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, საფრანგეთში, რუსეთში, სომხეთში, ბელგიაში, ჰოლანდიაში, ესრაელში, ავსტრალიასა და სხვა ქვეყნებში.

რობერტ კონდახსაზოვი
დაბადების თარიღი1937გარდაცვალების თარიღი2010Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.