Skip to content Skip to footer

კინწურაშვილი სოფიო

სოფიო კინწურაშვილი – მხატვარი, წიგნის დიზაინერი და ილუსტრატორი. წლების განმავლობაში თანამშრომლობდა სხვადასხვა გამომცემლობასთან, არის რამდენიმე საბავშვო წიგნის ილუტრაციების მხატვარი. მანვე შეასრულა მინიატიურები ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნისათვის“, რომლის ჭედური ყდა შექმნა საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა ხელოვანმა გუჯი ამაშუკელმა. ეს უნიკალური წიგნი დაცულია საქართველოს გაეროს სათავო ოფისის საგამოფენო დარბაზის მუდმივ კოლექციაში. სოფიო კინწურაშვილი არის 1998 წელს საქართველოს გრაფიკული დიზაინის ასოციაციის თანადამფუძნებელი; წლების განმავლობაში მუშაობდა პროექტზე – „ქართული დამწერლობა და ტიპოგრაფიკა. ისტორია, თანამედროვეობა“; არის ავტორ-შემდგენელი 2016 წელს იმავე სახელწოდებით გამოცემული სქელტანიანი წიგნი-ალბომისა. 1974 წლიდან მონაწილეობს მრავალ საერთაშორისო გამოფენაში; 2009 წელს წიგნის დიზაინისა და გაფორმებისთვის გახდა გიორგი შერვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი, ხოლო 2015 წელს – ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიის ნომინანტი. სოფიო კინწურაშვილის ნამუშევრები დაცულია საქართველოსა და უცხოეთში: ზიმერლის ხელოვნების მუზეუმში (ნიუ-ჯერსი, აშშ); ქ. ნაპას არტცენტრის მუზეუმში, (კალიფორნია, აშშ); პუშკინის სახელობის მუზეუმში (მოსკოვი, რუსეთი); მცირე ფორმების მუზეუმ CUT-DES-SARTS-ში (ბელგია); კანაგავას თანამედროვე გრაფიკული ხელოვნების მუზეუმში (იაპონია); თანამედროვე გრაფიკული ხელოვნების მუზეუმში (ფრიდრიხშტადი, ნორვეგია). მისი ნამუშევრები ინახება ასევე არაერთ კერძო კოლექციაში, მაგალითად, ნორტონ დოჯის კერძო კოლექციაში (აშშ ) და ა.შ

სოფიო კინწურაშვილი

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.