Skip to content Skip to footer

კაჭარავა კარლო

კარლო კაჭარავამ,  მხატვარმა, პოეტმა  და  არტკრიტიკოსმა   1986  წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი.

1986-1994 წლებში იყო გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი. 1988–1990 წლებში მონაწილეობდა საერთაშორისო სიმპოზიუმებში, სემინარებსა და ფესტივალებში  (ბაკურიანი, ნარვა, პალანგა, სენეჟი,  პარიზი,    ბარსელონა). ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში მუშაობის პარალელურად    1989 წელს  იყო ჟურნალ „ლიტერატურა და ხელოვნების“ რედკოლეგიის წევრი; 1990 წელს- ხელოვნების კრიტიკოსთა ასოციაციის გამგეობის წევრი; 1991 წელს  კი მუშაობდა  ფრანსუაზა ფრიდრიხის გალერეაში  (კიოლნი, გერმანია).  გამოქვეყნებული აქვს 30 სამეცნიერო ნაშრომი. მონაწილე იყო (სიცოცხლეში და გარდაცვალების შემდეგაც) 40-მდე გამოფენისა. გარდაცვალების შემდეგ საქართველოსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ (თბილისი, ნიუ-იორკი, მარბურგი) ჩატარდა მისი 14 პერსონალური გამოფენა. 1997 წელს ქართული ხელოვნებათმცოდნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მიენიჭა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემია. 2006 წელს  გამოიცა კარლო კაჭარავას ნაშრომების ორტომეული. 2012 წელს –  მისი სურათების  ალბომი და    რჩეული ლექსების კრებული- „ასი ლექსი“. იმავე წელს  გოეთეს ინსტიტუტმა გამოსცა კარლო კაჭარავას კიოლნის დღიურების ალბომის ფაქსიმილე;  2014  წელს გამოიცა მისი ლექსების კრებული „მონოლოგი“, ასევე  „მგზავრობის ანგელოზი“,  დღიურები“,  ხოლო   გოეთეს ინსტიტუტმა ითავა  გამოცემა კარლო კაჭარავას  ქართულ-გერმანული  ალბომისა   „კარლო და გერმანია“.

.

კარლო კაჭარავა
დაბადების/ გარდაცვალების თარიღი1964-1994Year2018AuthorAuthor nameShare

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.