ნათელა იანქოშვილმა დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1943). მალევე გახდა საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. მისი პედაგოგები იყვნენ ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე და სერგო ქობულაძე. ნ. იანქოშვილი მუშაობდა როგორც ფერწერის, ისე გრაფიკასა და წიგნის ილუსტრაციაში. 1966 წელს გამოიცა იაპონურ ენაზე თარგმნილი ვეფხისტყაოსანი ნათელა იანქოშვილის ილუსტრაციებით. მხატვრამა უარი თქვა სოცრეალიზმის ფორმაზე, მისთვის ყველაზე ახლო ნეო-ექპრესიონიზმის სტილისთვის დამახასითებლი სახვითი ენა აღმოჩნდა. ნ. იანქოშვილი ძირითადად მუშაობდა პორტრეტისა და პეიზაჟის ჟანრში. თბილისში 1960–82 მოეწყო მისი ნამუშევრების რვა პერსონალური გამოფენა. გაფორმებული აქვს არაერთი წიგნი. კუბაზე და მექსიკაში მოგზაურობის შემდეგ შექმნა გრაფიკული სერია “მექსიკა”, “კუბა”. 2000 წელს გაიხსნა ნ. იანქოშვილის მუზეუმი, სადაც მხატვრის 1000ზე მეტი ნამუშევარია დაცული. დაჯილდოებულია ღირსებისა და საპატიო თბილისელის ორდენით (1996). მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს სახვითი ხელოვნების მუზეუმში.
![იანქოშვილი ნათელა](https://art.gov.ge/wp-content/uploads/2022/10/images-10.jpg)