ვლადიმერ იაკოვლევი (1934-1998) – მოსკოველი მხატვარი, საბჭოთა ანდერგრაუნდის ერთ-ერთი განსაკუთრებით ნიჭიერი და ორიგინალური წარმომადგენელი. თავდაპირველად, განიცდიდა ჯექსონ პოლოკისა და პიკასოს გავლენას, შემდეგ მუშაობდა „ახალი ფიგურატიულობის“ სტილისტიკით. არაოფიციალურ ხელოვანთა წრეშიც კი მისი პიროვნება და შემოქმედება გამორჩეული იყო სამყაროს განსაკუთრებულად მწვავე და ტრაგიკული აღქმით, რასაც ამძაფრებდა მხატვრის შიზოფრენიით დაავადება. მუშაობდა, ძირითადად, გუაშის ტექნიკით. მისი ყოველი ნამუშევარი, პეიზაჟი თუ ნატურმორტი თავად მხატვრის ავტოპორტრეტია. განსაკუთრებით გამორჩეულია მხატვრისეული ყვავილები, რომლებიც სიმბოლურად გამოხატავს საბჭოთა სივრცეში ადამიანის ყოფის ტრაგედიას, მარტოსულობას. მისი ნამუშევრები ინახება მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში, ხშირად მონაწილეობდა ევროპისა და ამერიკის სააუქციონო სახლების თანამედროვე ხელოვნების გაყიდვებში. 2023 წელს საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა შეისყიდა მისი სურათები.
სხვა ავტორები
ნინო ზაალიშვილის შემოქმედებითი სფერო დაზგური და წიგნის გრაფიკაა. ქმნიდა ილუსტრაციებსა და ექსლიბრისებს. თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტის დამთავრებისთანავე (1970) მუშაობა დაიწყო საქართველოს ტელევიზიაში (1970-1972), 1972 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრაზე. 1976 წელს დაამთავრა პეტერბურგის რეპინის სახელობის სამხატვრო ინსტიტუტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი.…
თვითნასწავლი მხატვარი ივანე (ვანო) მელიაშვილი დაიბადა თიანეთში. მხატვარი კარგად იცნობდა ქართულ მოზაიკასა და მის ტექნიკას, რაც კარგად ჩანს მის სურათებში – თამარ მეფის პორტრეტი, ვაჟა-ფშაველა და მისი ოჯახი. ვანო მელიაშვილის მიერ ქართული მინიატიურული ხელოვნების ცოდნა კი ნათლად გამოვლინდა მის სურათებში, სადაც გამოსახულია სცენები ზაქარია ფალიაშვილის…
თეა ჯორჯაძე 1971 წელს დაიბადა თბილისში. ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს ბერლინში (გერმანია). 1993 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. აკადემიის დასრულების შემდეგ განათლების მიიღება განაგრძო გერიტ რიტველდის აკადემიაში. 1999-2003 წლებში იყო დუსელდორფის ხელოვანთა ჯგუფის, hobby POP Museum-ის წევრი. თეა ჯორჯაძე მოღვაწეობს მულტიმედიურად ვიზუალურ ხელოვნებაში, მუშაობს…