Skip to content Skip to footer
ირაკლი თოიძე
დაბადების წელი1902გარდაცვალების წელი1985AuthorAuthor nameShare

თოიძე ირაკლი

ირაკლი თოიძის შემოქმედებითი ბიოგრაფია ფართო დიაპაზონისაა. მას შექმნილი აქვს ფერწერული ტილოები, გრაფიკა,  წიგნის ილუსტრაციები,  სცენოგრაფიული ნამუშევრები.  

ადრეული ასაკიდანვე მისი ნახატები იბეჭდებოდა პერიოდულ პრესაში.

1925-30 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებიდანვე იღებდა მონაწილეობას გამოფენებში.

1931 წლიდან ცხოვრობდა მოსკოვში. მისი პირველი მნიშვნელოვანი შემოქმედებითი განაცხადია ეგნატე ნინოშვილის ნაწარმოებებისთვის შექმნილი ილუსტრაციები.  წიგნი 1922 წელს გამოიცა და მის გაფორმებაში მონაწილეობდნენ უფროსი თაობის ხელოვანები: მოსე თოიძე – მხატვრი მამა,  ევგენი ლანსერე, იოსებ შარლემანი და ახალი თაობის წარმომადგენლები – აპოლონ ქუთათელაძე, შალვა ძნელაძე, შალვა მამალაძე; 

გარდა ილუსტრაციებისა, ის შემოქმედების ადრეულ ეტაპზე ქმნის თემატურ ნაწარმოებებს, ყოფითი სცენების ამსახველ კომპოზიციებს, ცნობილ პიროვნებათა პორტრეტებს. უმნიშვნელოვანესია 1937 წელს შოთა რუსთაველის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მის მიერ შექმნილი „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები და შოთა რუსთაველის პორტრეტი.

ომის დაწყების პირველ დღეებში ირაკლი თოიძე ასრულებს ცნობილი პლაკატს – „დედა სამშობლო გვეძახის”. ეს პლაკატი ომის თემაზე შექმნილი პლაკატების ერთგვარ სიმბოლოდაა ქცეული.

მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა მდიდარი და მრავალფეროვანია. ნამუშევრების ნაწილი ინახება მოსე თოიძის სახლ-მუზეუმში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმსა და რუსეთის სხვადასხვა მუზეუმში.

ირაკლი თოიძე მრავალჯერ დააჯილდოვეს – იყო საქართველოს სახალხო მხატვარი (1980), სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ოთხგზის ლაურეატი (1941, 1948, 1949, 1951), თბილისის საპატიო მოქალაქე (1982), საქართველოსა და რუსეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1982).

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.