Skip to content Skip to footer

სიდამონ-ერისთავი ვალერიან

ვალერიან სიდამონ-ერისთავი (1889-1943) – ქართული მოდერნიზმის მნიშვნელოვანი ფიგურა – ჟანრული მრავალფეროვნებით, ჟღერადი პალიტრითა და კომპოზიციური ოსტატობით გამორჩეული მხატვარია;

მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ისტორიული ჟანრის ფერწერის, ქართული კინომხატვრობისა და სცენოგრაფიის განვითარებაში: XX საუკუნის 20-იან წლებში, კოტე მარჯანიშვილმა სწორედ ვალერიან სიდამონ-ერისთავი მიიწვია თეატრში სამუშაოდ, საიდანაც ქართული პროფესიული თეატრის მხატვრობის ისტორია დაიწყო.

თეატრის გარდა, სიდამონ-ერისთავი იყო იმდროინდელი ქართული ფილმების დამდგმელი მხატვარიც – მას „ საბჭოთა კინოხელოვნების პიონერსაც” უწოდებენ.
1927 წელს კოტე მარჯანიშვილის მიერ გადაღებულ ფილმში „გოგი რატიანი” მან მსახიობის როლიც შეითავსა – განასახიერა ფერწერის მასწავლებელი; კადრში ის ტიციან ტაბიძესა და დიმიტრი შევარდნაძესთან ერთად ჩანს.

გასაბჭოების შემდეგ, სხვა ხელოვანების მსგავსად, სიდამონ-ერისთავსაც მოუწია იდეოლოგიური რეჟიმისთვის ხარკის გაღება. სოცრეალიზმის სტილში შექმნილი მისი ფერწერა ხაზგასმულად სანახაობრივია, რომელთა ეფექტურ კომპოზიციებსა და კოლორიტში შეფარული სარკაზმი და ირონია გამოსჭვივის.

ვალერიან სიდამონ-ერისთავი
პერიოდი1889-1943Share

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.