Skip to content Skip to footer
დიმიტრი ერისთავი
დაბადება/გარდაცვალება1931-1993Share

ერისთავი დიმიტრი

დიმიტრი ერისთავი დაიბადა თბილისში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი. 1962 წლიდან კინოსტუდია “ქართული ფილმის” დამდგმელი მხატვარი; 1967-1982 წწ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის კათედრის პროფესორი. გამოფენებში მონაწილეობს 1957 წლიდან. თანამშრომლობდა ჟურნალ “ნიანგთან”, ჟურნალ “ცისკართან”, გაზეთ “ლიტერატურული საქართველოსთან”. მხატვარია შემდეგი ფილმების: “ექსპრეს-ინფორმაცია” და “არს ნათელი”, “მთვარის ფავორიტები”, “არაჩვეულებრივი გამოფენა”, “გიორგობის თვე”, “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” და სხვ. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის: მედალი საუკეთესო გრაფიკული პორტრეტისათვის (მ. აბაზაძის პორტრეტი, 1963), წლის საუკეთესო გრაფიკული ნამუშევარი (შექსპირის ჰამლეტის ილუსტრაციებისათვის, 1976), ამიერკავკასიის რესპუბლიკების ბიენალეს მედალი (1986), I პრემია (საუკეთესო გრაფიკული ნამუშევრისათვის, 2005). არის საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. 1957 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. 2016 – თბილისის საპატიო მოქალაქე,
2006 – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, 1990 – საქართველოს სახელმწიფო პრემია, 1985 – საქართველოს სახალხო მხატვარი.

დიმიტრი ერისთავი-დილა გარეუბანში, ქაღალდი, პასტელი, 62×66სმ. 1962.  დიმიტრი ერისთავი-ავტობუსის გაჩერება, 1965

დიმიტრი ერისთავი-კლასობანა, ქაღალდი, ფანქარი, 1965.                დიმიტრი ერისთავი-ზამთარი, 1959

დიმიტრი ერისთავი-საბავშვო ბაღი, 1959.                                        დიმიტრი ერისთავი-ლაღიძის წყლები, 1965                                                                                                                                           

დიმიტრი ერისთავი -აფიშა კინოფილმისათვის “ქორწილი”, 1965..დიმიტრი ერისთავი-აფიშა კინოფილმისათვის “გიორგობისთვე”, 1966. 

Leave a comment

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.