ალბერტ დილბარიანი დაიბადა 1928 წელს თბილისში. 1946-1952 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ფერწერის მიმართულებით. აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში საქართველოსა და საზღვარგარეთ. 1963 წელს მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო პარიზში. ალბერტ დილბარიანის შემოქმედება მოიცავს პორტრეტებს, ნატურმორტებს პეიზაჟურ და ჟანრული ხასიათის ნამუშევრებს, რომლებიც გამოირჩევა ორიგინალური სიუჟეტური კომპოზიციებით, ფერწერული ფაქტურით და თემის ემოციური გააზრებით. 1967 წელს მიიღო საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება. ალბერტ დილბარიანის ნამუშევრები ინახება მუზეუმებში: საქართველოს ხელოვნების ეროვნული მუზეუმი, თბილისი; თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ერევანი, სომხეთი; ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო; აღმოსავლური ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი, რუსეთი; ნიუ-ჯერსის ხელოვნების მუზეუმი, აშშ. ასევე კერძო კოლექციებში საქართველოსა და უცხოეთში.
სხვა ავტორები
მოქანდაკე, ფერმწერი, გრაფიკოსი და წიგნის მხატვარი ელგუჯა ამაშუკელი, მისი პლეადის მოქანდაკეთა მსგავსად, მონუმენტურ სკულპტურაში ეროვნული იდენტობის მქონე ხატების ავტორია. მეფეთა გამოსახულებები და სიმბოლური და ალეგორიული შინაარსის ურბანული ქანდაკებები: ვახტანგ გორგასალი, ქართლის დედა, ვეფხი და მოყმე, „ცოდნის ზარი“ (დედა-ენა), დაღუპულ მეზღვაურთა მემორიალი, დიდების მონუმენტი („კოლხი დედა“)…
გიორგი ტყაბლაძე დაიბადა 1971 წელს ქუთაისში. 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების სპეციალობით და ი. ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელი ქანდაკებისა და სახელოვნებო განათლების მიმართულებით (თბილისი, საქართველო). გ. ტყაბლაძე ქმნის აბსტრაქტული ქვის, ხისა და შერეული ტექნიკის ქანდაკებებს კონკრეტულ თემებსა და იდეებზე და ფოკუსირებულია თანამედროვე საზოგადოების…
დავით (დევი) ხმალაძე დაიბადა თბილისში, ხელოვანთა ოჯახში, ამიტომ ხელოვნებისადმი სიყვარული ბავშვობიდანვე გამოავლინა. თავდაპირველად, განათლება იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში მიიღო, 1985 წელს კი თბილისის სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. სტუდენტობის პერიოდში ხმალაძე გაცვლითი პროგრამით პრაღის სამხატვრო აკადემიაში მიავლინეს, საიდანაც ბელგიაში გადავიდა საცხოვრებლად და მუშაობა…